კონტაქტი
violence-photo

როგორ მოვიქცეთ ძალადობის შემთხვევაში?!

თუ თქვენზე ან თქვენს მეგობარზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა, აუცილებლად მიმართეთ მშობელს, მასწავლებელს, მანდატურს.

უწყებები, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ძალადობის შემთხვევაში:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრი - ტელეფონი: 112
  • სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური - 08 00 00 00 88
  • სოციალური მომსახურების სააგენტო - ტელეფონი: 1505

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 სექტემბრის N437 დადგენილების, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, მიხედვით რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები (შემდგომში - პოლიცია);

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

გ) საქართველოს პროკურატურა;

დ) სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი;

ე) საბავშვო ბაღები;

ვ) სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში - მანდატურის სამსახური);

ზ) საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

თ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები და თავშესაფრები;

ი) სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები);

კ) მუნიციპალიტეტების გამგეობა/მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა)/მისი უფლებამოსილი დაწესებულება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ფარგლებში.

მუხლი 5, პუნქტი 1.