ბულინგი ეს არის აგრესიული ქცევა, სხვებისათვის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენების მიზნით, რომელსაც თანატოლი, ან თანატოლები მიმართავენ. ძალადობა ყოველთვის არ არის ბულინგი, მაგრამ ბულინგი ყოველთვის ძალადობაა. ბულინგი გულისხმობს:
ზოგადად, ბულინგის ოთხ ფორმას ვხვდებით. ესენია:
ბულინგის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს:
ბულინგს ძირითადად სხვადასხვა ადგილზე ვაწყდებით. ძალიან ხშირად იგი გვხვდება სკოლაში ან სკოლასთან ახლოს. მაგ: კლასში, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, დერეფანში, სვლენ წერტილებში, სასადილოში, სპორტულ მოედანზე და ა.შ.
ბულინგის შესახებ ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ბულინგს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები. ბულინგის ნებისმიერი ფორმა, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლისა და განმახორციელებლისათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ამ პროცესის შემსწრეა. ბულინგი გავლენას ახდენს იმ სივრცის კლიმატის ფორმირებაზეც, სადაც ის ხორციელდება. ხანგრძლივი და ინტენსიური ბულინგი შეიძლება დაკავშირებული იყოს არაერთ სერიოზულ, ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემასთან. მას ნეგატიური შედეგები მოჰყვება მოსწავლის განათლების, ჯანმრთელობისა და ზოგადად კეთილდღეობის მხრივ.
არსებობს ნიშნები და ქცევითი მახასიათებლები, რომლებიც ძალიან ხშირად მიუთითებენ ბულინგის ინციდენტებზე. ბავშვი შეიძლება იყოს ბულინგის მსხვერპლი, თუ:
ბავშვი შეიძლება იყოს ბულინგის ინიციატორი, თუ: