ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა ეს არის ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და/ან გამორჩენის მიზნით, რაც მოიცავს: სექსუალური შინაარსის შენიშვნებით დევნას, სექსუალურ გარყვნას, ეროტიულ ალერსს, თვალთვალს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, სხეულით ვაჭრობის იძულებას და ა.შ.

ბავშვზე სექსუალური ძალადობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. მოძალადე, რომელიც შეიძლება იყოს ნათესავი, ოჯახის მეგობარი ან გარეშე ადამიანი, როგორც წესი, ბავშვს სექსუალურ ქმედებებში თანამონაწილეობისკენ უბიძგებს საჩუქრების დახმარებით, განსაკუთრებით ალერსიანი და ყურადღებიანია ქცევით. შემდეგ ის მოითხოვს, რომ ბავშვმა მომხდარი შეინახოს საიდუმლოდ და ამ მიზნით აშინებს მას. მკაცრი სასჯელის შიშით ბავშვები იძულებულნი არიან გაჩუმდნენ. მათ სიმართლის დამალვას, შესაძლოა, ასევე აიძულებდეს: სირცხვილი, შიში, რომ არ დაუჯერებენ და თვითონ მას დაადანაშაულებენ.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი არასდროსაა დამნაშავე თუ მასზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა ნებისმიერი ფორმით. ბავშვები ძალზე იშვიათად ამბობენ ტყუილს მათზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: befriend.mes.gov.ge/contact/

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში