ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ბულინგი

ცნება ‘ბულინგი სკოლაში“ გულისხმობს ღია და/ან ფარულ ძალადობას ერთი ინდივიდის მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბულინგი შეიცავს ნებისმიერი ფორმის ქმედებას, რასაც საფუძვლად უდევს მეორე ადამიანისთვის ზიანის მოტანა. ყველა სკოლაში და ყველა კლასში შეიძლება შევხვდეთ ბულინგის შემთხვევებს. კვლევები აჩვენებს, რომ ბულინგისგან თავისუფალი ზონები არ არსებობს. ბულინგი არ არის დამოკიდებული გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე (ქალაქი, დაბა, სოფელი) და/ან სკოლის ფორმაზე.

ბულინგი მოსწავლეებს შორის

  • მიმართულია ბავშვის/მოზარდის სისტემურ დამცირებაზე, ჩაგვრაზე, შეურაცხყოფაზე;
  • შეიცავს ძალადობრივი ქცევის ყველა ფორმას (არავერბალური, ვერბალური, ფიზიკური, სექსუალური და კიბერ);
  • მიმართულია ძირითადად ერთი ინდივიდის მიმართ;
  • განმეორებადია და დროში ხანგრძლივი;
  • ჯგუფური ფენომენია;
  • ხასიათდება ექსტრემალური ძალთა არათანაბრობით;
  • დაზარალებულს თითქმის არ უტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი ძალებით განთავისუფლდნენ შექმნილი სიტუაციიდან;

შედეგები

ბულინგის ამოცნობის ერთერთი მნიშვნელოვანი სირთულე, მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში „პრობლემას“ საკუთარ თავში ხედავს და მისი გამჟღავნების ეშინია. იშვიათ შემთხვევებში ეუბნებიან მოსწავლეები ბულინგის პრობლემის შესახებ მშობლებს ან მასწავლებლებს. ბულინგის შედეგები მოსწავლის მთლიან პიროვნულ სტრუქტურას ცვლის: ის კარგავს თვითრწმენას, ეჭვი უჩნდება საკუთარ ღირებულებაში, ირღვევა ძილი და თავს იჩენს კონცენტრაციის პრობლემები. იზოლირების და მარტოობის შედეგად ვითარდება დეპრესიული ტენდენციები და პასიურობა. სწავლის მოტივაცია მცირდება და ჩნდება სკოლისთვის თავის არიდების სურვილი.

სფეროები, რომლებიც ბულინგის შედეგად შეიძლება დაზარალდნენ:

  • ფიზიკური ზარალი (დაზიანება)
  • ფსიქიკური ზარალი (თვითრწმენის/თავდაჯერებულობის დაკარგვა)
  • ფსიქოსომატური რეაქციები (უმადობა, მუცლის ტკივილი, კოშმარები, ძილის დარღვევები)
  • სხვა რეაქციები (კონცენტრაციის დარღვევა, აკადემიური მოსწრების დაქვეითება, სკოლის გაცდენა უმიზეზოდ ან „ავადმყოფობის“ მომიზეზებით, სოციალური კონტაქტების და აქტივობების შემცირება, შიშები, დეპრესია, თვითდამაზიანებელი ქმედებები, სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები, განხორციელებული სუიციდი)

ბავშვებსა და მოზარდებს შორის ბულინგის შესაძლო მანიშნებლები შეიძლება იყოს ქცევის შემდგომი სახეობები:

  • მათ აღარ უნდათ სკოლაში წასვლა
  • ითხოვენ სკოლაში წაყვანას და მიკითხვას
  • აკადემიური მოსწრება ქვეითდება
  • კარგავენ ფულს და ნივთებს
  • მათ არ აქვთ პასუხი არც საკუთარ ქცევაზე, არც დაკარგულ ნივთებზე და დაზიანებებზე.
  • ჩნდება მეტყველების შეფერხება-ენის დაბმა.
  • მათ აღარ პატიჟებენ კლასის აქტივობებზე, სოციალურად იზოლირებული ხდებიან
  • მათ აქვთ ღამის კოშმარები
  • ცდილობენ თვითდაზიანებას, ჩნდება თვითმკვლელობის მცდელობები

ბულინგი თავისით არ დასრულდება

ბულინგის მსხვერპლის მცდელობა, რომ სიტუაცია როგორმე გააუმჯობესოს და შეცვალოს ძირითადად წარუმატებელია. ბულინგი არ არის რამდენიმე მოსწავლის პრობლემა, ის მიუთითებს კლასის კრიზისზე და ზოგადად სკოლის პრობლემას წარმოადგენს. ბულინგის შემცირებისა და შეჩერებისთის, აუცილებელია სკოლის აქტიური ჩართულობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: befriend.mes.gov.ge/contact/

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში