უგულებელყოფა ეს არის ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, ყურადღება, განათლება და სხვა) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო (სიღარიბე, ფსიქიკური დაავადებები, გამოუცდელობა) ან ამგვარი მიზეზების გარეშე.
ბავშვი უგულვებელყოფილია, თუ მას მშობლისა თუ მეურვის მხირდან მუდმივად აკლია საკვები, ტანსაცმელი, მოვლა, ყურადღება, სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. უგულებელყოფა შეიძლება იყოს ფიზიკური, სოციალური და ემოციური.
ფიზიკური უგულებელყოფა - ბავშვის ბიოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა. მოზრდილები არ ზრუნავენ ბავშვის კვებაზე, ტანისამოსზე, ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე.
ემოიური უგულებელყოფა - ბავშვის ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, ალკოჰოლისკენ ან თამბაქოს მოხმარებისკენ წაბიძგება ან ნების დართვა და ა.შ.
სოციალური უგულებელყოფა - ბავშვის სოციალიზაციაზე, განათლებაზე არ ზრუნავენ, ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში, არ აკმაყოფილებენ მის სპეციალურ საჭიროებებს, არ აფესებენ მის უნარებს.
ქცევითი და ემოციური ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უგულებელყოფაზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: befriend.mes.gov.ge/contact/