ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
შეფასების გავლენა ბავშვზე

დასაწყისშივე უნდა განვმარტოთ, რომ შეფასებაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ სკოლაში მიღებულ შეფასებას (დიდი წვლილი ბავშვზე მოხდენილ გავლენაში, რა თქმა უნდა მას მიუძღვის), აქ აგრეთვე მოიაზრება ის შეფასებებიც, რასაც მშობელები ზოგჯერ აკეთებენ შვილების მიმართ. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

როგორც მიუთითებენ, ნიშნები ხშირად სწავლის პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოტივატორს წარმოადგენს, ამიტომ, ალბათ, არცაა გასაკვირი მისი მნიშვნელოვანი გავლენა მოსწავლეზე. თავიანთი სასკოლო გამოცდილებიდან მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს საკუთარ თავზე, როგორც ცნოდნის ამთვისებელზე. ეს შეფასება მნიშნველოვნად ეყრდნობა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასებას, რაც ხშირად ქულებით გამოიხატება. სწორედ ამ შეფასებებს მიჰყავს მოსწავლე დასკვნამდე - შეუძლია მას თუ არა მიაღწიოს ზოგადად წარმატებას და შეუძლია თუ არა სასკოლო გამოცდილებაში საკუთარი ძალისხმევის ბოლომდე მობილიზება.

ამის ანალოგიურია მშობლის სიტყვიერი შფასებებიც, ის ბავშვის მოტივატორია ან პირიქით.

შეფასებას, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად მოტივაციური ფუნქცია აქვს. როცა ბავშვი მაღალ შეფასებას იღებს, მას ძალაუნებურად უჩნდება განცდა, რომ ეს შეფასება გაამართლოს და მეტ შრომას და ძალისხმევას დებს მომავალში. ამასთანავე ბავშვი თავის თავის აღქმას ახდენს, როგორ წარმატებული მოსწავლის და ცდილობს მისი ქცევა ამ აღქმას დაუკავშიროს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ რომ კარგი შეფასება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი ბავშვისთვის წარმატების მიღწევის გზაზე.

ერთი შეხდევით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცუდი შეფასება წარუმატებლობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს არც ისე მარტივადაა. წარუმატებლობა რაღაც დოზით შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ბავშვისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა წარუმატებლობის შემდეგ ბავშვს დავეხმარებით გააცნობიეროს წარუმატებლობის მიზეზი. ხშირად მიუთითებენ, რომ წარმატებისკენ სავალ გზაზე აუცილებელია წარუმატებლობა, რადგან თუ ბავშვი წარმატებას მინიმალური ძალისხმევით იღებს და არ უწევს გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა, უყალიბდება შეხედულება, რომ ეს ასეც უნდა იყოს მისთვის.

მთავარია, რომ ეს წარუმატებლობა არ იყოს ხანგრძლივი, ქრონიკული, მუდმივი, ხანგრძლივი ცუდი შეფასება იწვევს ხანგრძლივ წარუმატებლობას, რის შედეგადაც მაღალია ალბათობა სკოლოსთვის თავის დანებების, ციხეში მოხვედრის, მომავალში ასეთი ბავშვები ძნელად პოულობენ სამუშაოს, საკუთარ ღირსებებსა და შესაძლებლობებში ხშირად შეაქვთ ეჭვი.

როგორი ტიპის შეფასებები არსებობს?

ცნობილია ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

როდესაც, მაგალითად, მასწავლებელი ნიშანს უწერს მოსწავლეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება, ეს ნიშანი განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევის დონეს დასახულ მიზნებთან მიმართებით.

იგივეა, როდესაც მშობელი ამბობს, რომ ცუდია, ძალიან კარგია და ა.შ.

მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეფასების ისეთ ფორმას იყენებს, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ საკუთარი მიღწევის დონის განსაზღვრაში ეხმარება, არამედ განვითარებაშიც – ეს განმავითარებელი შეფასებაა. ანალოგიურია მშობელთანაც. განმავითარებელი შეფასების ტიპური ფორმაა კომენტარები, რომელიც აღწერს ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამავდროულად შეიცავს რეკომენდაციებს გაუმჯობესების თაობაზე.

განმავითარებელი შეფასება ბავშვის განვითარებაზე და სწავლებაზეა ორიენტირებული.

შეფასების დროს გასათვალისწინებელია მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონა, ვიგოტსკის აზრით, განვითარების უახლოესი ზონა არის მანძილი ბავშვის რეალური განვითარების დონესა და პოტენციური განვითარების დონეს შორის.

რეალური განვითარების დონე გულისხმობს იმ ამოცანების ზედა ზღვარს, რომელთა შესრულება ბავშვს დამოუკიდებლად, სხვების გარეშე შეუძლია.

პოტენციური დონე კი გულისხმობს იმ ამოცანათა ზედა ზღვარს, რომელთა შესრულება ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენტური ადამიანის დახმარებით.

ასეთი განმავითარებელი შეფასების მიცემას მხოლოდ მასწავლებელი არ უნდა ცდილობდეს სკოლაში, არამედ მშობლებიც უნდა ფიქრობდნენ, რომ როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შვილებს აფასებენ, ეს შეფასება იყოს განვითარებაზე მიმართული.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში