ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
მუსიკის მნიშვნელობა ბავშვისათვის

მუსიკა აღვიძებს მთელ რიგ ემოციებს, რომლებიც კავშირშია ადამიანის ასაკთან, პიროვნულ მახასიათებლებთან, ცხოვრების პირობებთან. ის ადამიანის „შინაგანი ხმის“ მაჩვენებელია. ცნობილია, რომ მუსიკის მოსმენისას ადამიანი მშვიდდება, თუმცა ზოგიერთ მელოდიას უარყოფითი სტრესის გამოწვევაც შეუძლია.

როდის იწყება მუსიკის აღქმა, მუცლადყოფნის პერიოდში თუ უფრო გვიან?

ბავშვი მუსიკის აღქმას იწყებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, ორსულობის მე-20 კვირიდან და მას თავიდან შეიგრძნობს, როგორც „ზარის“ ხმას დედის ხმასთან ერთად.

ახალშობილს ნაკლები კონტაქტი აქვს დედის სხეულთან, რადგან ის ძირითად დროს საბავშვო ეტლში ატარებს. ამ პერიოდისათვის სწორედ წყნარი და მშვიდი მუსიკა არის ბავშვისათვის კომუნიკაციის ყველაზე კარგი საშუალება. აუცილებელია მუსიკა იყოს ნელი ტემპის, წყნარი, დაბალ ხმაზე, მსუბუქი, მელოდიური და რითმული. ჭირვეული ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური ზეგავლენის მქონე მუსიკის შერჩევა. ეს ხელს შეუშლის შემდგომში მათ ჰიპერაქტიურებად ჩამოყალიბებას. მუცლადყოფნის და ახალშობილობის პერიოდში მუსიკის მოსმენა მომავალში დეპრესიის განვითარებისა და შიშების პრევენციის საუკეთესო საშუალებაცაა.

როგორ მოქმედებს მუსიკა?

მუსიკა დიდ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინზე. მუსიკის გავლენა მოიცავს ტვინის ყველა ნაწილს, რომლებიც ერთმანეთს ნერვული დაბოლოებებით უკავშირდება და ხელს უწყობს მათ ჰარმონიულ ფუნქციონირებას. ტვინის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ინტელექტის, ანალიზის, რაციონალური და აბსტრაქტული აზროვნების, მეტყველებისა და ჟესტიკულაციის მაკონტროლებელი ნერვული დაბოლოებები. მხოლოდ მათ 5%-ზე არ ახდენს გავლენას მუსიკა, რაც დამეთანხმებით, შედარებით მცირეა.

მუსიკის აღქმა

მუსიკის აღქმა კონცერტის მსვლელობისას კომპლექსურად ხდება. ადამიანის ყური წუთში აღიქვამს საერთო ჯამში 16-დან 20 000-მდე ნოტს. რაც უფრო ხმამაღალია მუსიკა, მით უფრო მეტია ვიბრაცია.

მუსიკა აღიქმება ადამიანის ტვინის სენსორულ ნაწილში (პასუხისმგებელია შეგრძნებებზე და შეხებაზე), რომელშიც ხდება მელოდიაზე და ტონზე საპასუხო რეაქციის გამომუშავება/გამოხატვა. მუსიკის აღქმაც რამდენიმე ეტაპთანაა დაკავშირებული: პირველი ეტაპი მოიცავს სურვილს- აღიქვა, მეორე ეტაპზე ხდება ტვინის მამოძრავებელი ნაწილის გააქტიურება: იწყება აქტიური სვლა, რაც გამოიხატება თითების ამოძრავებით ან ტუჩების მოძრაობით. სენსორული ნაწილი აკონტროლებს მუსიკის აღქმის სიძლიერეს.

მუსიკის დამახსოვრება

მუსიკის დამახსოვრების ფუნქცია ტვინის დიდ ნაწილს აკისრია. იგი მოიცავს მეხსიერების უჯრედებს, როგორც აღქმის, ასევე სმენის, რომლებიც ერთადაა თავმოყრილი. სხვადასხვა მუსიკის აღქმა განსხვავებული სიძლიერით ხდება, ემოციაც განსხვავებულად გამოიხატება.

მუსიკის გავლენა

მუსიკა გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ის მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გულისცემის სიხშირეზე, წნევაზე, სუნთქვის სიხშირეზე, შეუძლია გამოიწვიოს სტრესი, შინაგანი აღელვება, მოუსვენრობა, დაღლილობა, ძილიანობა, დეპრესია. ის გავლენას ახდენს ასევე ადამიანის იმუნურ სისტემაზე. მძიმე მუსიკა, განსაკუთრებით ელექტრონული, ხშირად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას და სმენის ორგანოებს, რაც ხშირად განაპირობებს ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას და მასში სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებ სურვილს იწვევს.

მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვის ადრეულ განვითარებაში,

მუსიკალური რიტმისთვის ფეხის აწყობა და ცეკვა, ან უბრალოდ მოძრაობა, ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობას. ერთი წლის ასაკიდანვე ბავშვი ბაძავს მუსიკას და ცდილობს მოძრაობებით აჰყვეს მას, მუსიკის მოსმენისას ბავშვი ეზიარება მრავალფეროვან ემოციებს, მუსიკა ამშვიდებს ან ენერგიით ავსებს ბავშვს.

აუცილებელია ბავშვმა შეასრულოს მუსიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებები თუ თამაშები, რითაც მას თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება ეძლევა. ისინი მღერიან, ცეკვავენ და ა.შ, რაც მათ სოციალურ განვითარებასაც უწყობს ხელს. ორი წლის ასაკის ბავშვებს კარგი იქნება თუ მოვასმენინებთ ხმებს,

რომლებსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილები გამოსცემენ. მაგ: გაბერილ ლოყებზე ხელის მიჭერა, თითის კბილზე დაკაკუნება, ტაშის დაკვრა თუ ფეხების ბაკუნი და ვთხოვოთ ანალოგიური მოქნედებები თვითონაც შეასრულონ, ან შეიძლება ვთხოვოთ, რომ შეარჩიონ სასურველი ჟღერადობის მასალა, შემდეგ კი მივეხმაროთ სიტყვების შერჩევაში თავიანთი მელოდიისათვის.

სამი წლის ასაკში შესაძლებელია ჩავურთოთ რიტმული მუსიკა და ვთხოვოთ აჰყვეს ტაშით, ფეხების ბაკუნით, ხელის მხრებზე დარტყმით, ან რაიმე ნივთების ერთმანეთზე დარტყმით.

ოთხი წლის ასაკში კი რეკომენდებულია, თუ მოვასმენინებთ რომელიმე მუსიკალურ კომპოზიციას

სკოლამდელ ასაკში ასევე მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს ერთობლივი

შემოქმედებითი საქმიანობა, ვინაიდან საერთო მიზანზე ორიენტირების მეშვეობით, თანამშრომლობის უნიკალურ სახეს წარმოადგენს, რომელიც შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების გააქტიურებას იწვევს.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

1.ხშირად ვუმღეროთ ბავშვს და ვიმღეროთ მასთან ერთად

2.შევქმნათ ბავშვის საყვარელი სიმღერების ნაკრები, სხვადასხვა სიტუაციისათვის, მაგ:დასაძინებლად, საცეკვაოდ, ხელოვნების აქტივობებისთვის

3.მოვასმენინოთ ბავშვებს განსხვავებული მუსიკა: კლასიკა,საბავშვო სიმღერები და ა.შ, ყურადღებით შევარჩიოთ მოსასმენი მასალა, რათა ბავშვისათვის მოსასმენად დამღლელი არ იყოს

4. მოვაწყოთ საოჯახო კონცერტები.

მუსიკას აქვს უნიკალური უნარი ხელი შეუწყოს ბავშვის განვითარებას, გააღვიძოს მასში კრეატიული და შემოქმედებითი უნარები, განუმტკიცოს საკუთარი თავის რწმენა და წაახალისოს დამოუკიდებელ აზროვნებასა და მეტყველებაში. ადრეულ ასაკშივე დაწყებული მუსიკალური საქმიანობა ააქტიურებს, გზას უხსნის მუსიკის აღქმასა და გაგებაზე პასუხისმგებელ თანდაყოლილ მექანიზმებს და აძლიერებს მათ წვლილს თავის ტვინის სხვა უმაღლესი ფუნქციების ჩამოყალიბებაში.

და ბოლოს, არსებობს ასეთი მეთოდი- მუსიკალური თერაპია. ეს ისეთი თერაპიული მიდგომაა, რომელიც ეყრდნობა იმ ბუნებრივ მიზიდულობას, რომელიც ბავშვებს მუსიკის მიმართ გააჩნიათ. მუსიკალური თერაპია ეხმარება ბავშვებს სწავლაში წინსვლაში, საკუთარი თავის შეცნობაში და შემოქმედებით თვითგამოხატვაში.

მუსიკალური თერაპია ეფუძნება ფილოსოფიას, რომ ყველა ადამიანი იბადება განუყოფელი მუსიკალური უნარით. იმის შესწავლით, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ პროცესებზე, პროფესიონალები თანხმდებიან, რომ მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემჩნეულია, რომ მუსიკა სტიმულირების, მოტივირებისა და შთაგონების საუკეთესო საშუალებაა ბავშვებში. მუსიკა ეს არის გზა ბავშვის გულისაკენ, იგი ამთლიანებს ბავშვს და აძლევს თავისუფლებას იყოს ის ვინც სინამდვილეში არის. იგი გასაღებია ბავშვის ”მე”-საკენ და ამავდროულად ხელს უწყობს მის განვითარებას ყველა დონეზე.

მუსიკალური თერაპია ემსახურება:

მეტყველების, კომუნიკაციას, შემცნებითი უნარების, სოციალური უნარების განვითარებას, ჩართულობას, თვითშეფასების ამაღლებას, ქცევის მართვას, რელაქსაციას, ყურადღების კონცენტრირებას, ემოციური და სულიერი განვითარებას, სენსორული ინტეგრაციას, სხეულისა და სივრცის შეგრძნებას, მოტორიკას, წარმოსახვასა და შემოქმედებითობას.

თქვენ მშობლები, მუსიკალური თერაპიის ელემენტებს ხომ გაცნობიერებულად და ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც იყენებთ ბავშვის აღზრდისას, რაც მისასალმებელია.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში