საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
საგანმანათლებლო დაწესებულების,
მანდატურის სამსახური
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ეს არის ნეირობიოლოგიური დარღვევა, რომელიც ძალინ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. აღნიშნული დარღვევის მქონე ბავშვები ხასიათდებიან განვითარებისათვის შეუსაბამო გამოხატული უყურადღებობით, გონებაგაფანტულობით და იმპულსურობით. მათ უჭირთ წესების დაცვა, ხშირად ითხოვენ მასწავლებლისგან დამატებით ყურადღებას, არ ასრულებენ უფროსების მოთხოვნებს. აღენიშნებათ ემოციური ლაბილურობა, ადვილად ღიზიანდებიან და ფეთქებადები არიან - რაც იწვევს ადაპტაციური ფუნქციონირების დაქვეითებას სახლში სკოლაში და სოციალურ გარემოში. აღნიშნული დარღვევის მქონე ბავშვებს/მოზარდებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ურთიერთობებში და აქვთ დაბალი თვითშეფასება.

არსებობს ADHD-ის  2 ფორმა:

  1. ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობის გარეშე - ასეთი ბავშვები ხასიათდებიან როგორც  მეტად აპათიური, მეოცნებე, ინერტული, მოდუნებული, ზანტი, მორცხვი და აქვთ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები.
  2. ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით - ასეთი ბავშვები ხასიათდებიან იმპულსურობით, მოუსვენრობით, აგრესიული ქცევით და ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები.

ADHD გამოსავლენად ოპტიმალურ პერიოდად ითვლება სკოლამდელი ასაკი და სკოლაში ყოფნის პირველი წელი. აუცილებელია სიმპტომები ვლინდებოდეს რამდენიმე, ან მინიმუმ 2 გარემოში (სახლი, სკოლა).

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის პირველადი შესაძლოა გამოვლინდეს ჩვილობის ასაკში. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან აგზნებადობით, ადვილად ღიზიანდებიან ძლიერ ხმაურზე, შუქზე, ტემერატურასა და გარემოს ცვლილებებზე. აქტიურები არიან საწოლში და ცოტა ძინავთ.

ADHD სიმპტომები ასაკის შესაბამისად იცვლება. სკოლამდელ ასაკში უფრო მეტად გავრცელებულია: მომატებული აქტიურობა, იმპულსურობა, მოუსვენარი ხასიათი და თანატოლების მიმართ აგრესიული ქცევა. აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ასაკობრივი თავისებურებები. მოგვიანებით სასკოლო ასაკში თავს იჩენს სოციალური და აკადემიური პრობლემები - დაუმორჩილებლობა, დავალებების შესრულებისა და მისი ორგანიზების პრობლემები, სოციალიზაციის პრობლემები. მოზარდობის ასაკში შესაძლებელია ჰიპერაქტიურობის დონე შემცირდეს.

ზუსტი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ბავშვის შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რადგანაც შესაძლებელია სხვა დაავადებების სიმპტომები  ემთხვეოდეს ADHD-ის სიმპტომებს.

ADHD- ს შესაძლოა თან ახლდეს სხვადასხვა დარღვევები როგორიცაა: განწყობის დაქვეითება, შფოთვა, სწავლის უნარის დაქვეითება, ტიკები, ოპოზიციურ გამომწვევი აშლილობა, ანტისოციალური ქცევები, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა.  თანმხლები დაავადებების გამოვლენა აუცილებელია, რადგანაც ისინი ხშიარდ საჭიროებენ დამატებით, ან განსხვავებულ მკურნალობას და მათ გარეშე  ADHD-ის მკურნალობა შეუძლებელი იქნება.

ADHD დარღვევის მქონე ბავშვებში ხშირია კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები, ვერბალური მეხსიერების დაქვეითება, მოსმენილის აღქმის უნარის დაქვეითება, ვერბალური და წერილობითი ინფორმაციის  ორგანიზების უნარის დაქვეითება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრობლემის მქონდე ბავშვებს შესაძლოა არ ქონდეთ კონკრეტული მეტყველების დარღვევები.

რაც შეეხება სოციალურ პრობლემებს, მათ უჭირთ იმპულსური რეაქციების შეკავება  სხვის ქცევებზე გადამეტებულად, ან უარყოფითად რეაგირებენ. უჭირთ საუბრის წამოწყება, თემის შენარჩუენება და თანატოლებთან ურთიერთობის სხვა  სოციალური ასპექტების აღქმა და ამიტომ  ვერ ქმნიან მეგუბრულ ურთიერთობას. ისინი მაღალ შეფასებებს აძლევენ  საკუთარი თავის სოციალურ კომპეტენციას და არ აღიარებენ ან არ ცვლიან საკუთარ ნაკლებად ადაპტურ ქცევებს. ამიტომ ხშირად იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა თანატოლების მხრიდან ჩაგვრა ან სოციალური იზოლაცია.

გამომწვევი მიზეზები:

  • ყველაზე გავრცელებული მიზეზია მემკვიდრეობითობა, რისკს ამაღელებს რამდენიმე გენი ესენია: დოპამინი, ნორეპინეფრინი, სეროტონინი აცეტილქოლინი და გლუტამატი.
  • ასევე ორსულობის დროს  მომწამვლელი ნივთიერების მიღება, ნაადრევი მშობიარობა, ჩანასახის ცნს-ის მექანიკურ დაზიანება, საკვები დანამატები, საღებავები, კონსერვანტები და შაქარი, რომელიც შესაძლებელია იყოს  ჰიპერაქტიური ქცევის გამომწვევი, მაგრამ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება რომ  ეს ფაქტორები აუცილებლად იწვევს  ADHD-ს.
  •  ემოციური დეპტრივაცია: როგორც კი დეპრივაცია მოიხსნება იხსნება სიმპტომებიც მაგ: შვილად აყვანა ან ფოსტერულ ოჯახში განთავსება. სტრესული ფსიქიკური მოვლენები, ოჯახის დანგრევა და სხვა ბავშვში/მოზარდში შფოთვის გამომწვევი მიზეზებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს ADHD -ს განვითარებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ აუცილებელია ბავშვის შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მიერ. დასმული დიაგნოზის შემთხვევაში კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინტერვენცია.

 

მასალა მოამზადა ელენე ყიფიანმა

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში