ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რა არის ძალადობა

ბავშვზე ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას.

ბავშვზე ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ქცევა, რომელიც ბავშვს ტრავმას აყენებს. ბავშვი დაცული უნდა იყოს, იმ შემთხვევაში თუ მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება ან თუ მოზრდილი ადამიანების ქმედებები ან უმოქმედობა მისთვის საზიანოა. ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობრივი ქცევისაგან, რადგან ძალადობა მისი უფლებების დარღვევაა. ბავშვზე ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, ნეგატიურ გავლენას ახდენს მისი განვითარების ყველა ასპექტზე. ძალადობა ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის ინტელექტუალურ განვითარებას და ზღუდავს სოციალური უნარ-ჩვევების ათვისებას.

ასხვავებენ ბავშვზე ძალადობის შემდეგ ფორმებს:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობა;
  • უგულებელყოფა.

ბავშვზე ძალადობა შეიძლება ცალკეული ან კომბინირებული ფორმით ხორციელდებოდეს. ძალადობაგანცდილი ბავშვების გამოცდილებაში ძალადობის სახეები ურთიერთდაკავშირებულია.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში