ქცევა ეს არის ცოცხალი არსების ყოველგვარი აქტივობა, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართლი, ქცევის სახელწოდებით აღინიშნება. ქცევა, მრავალმხრივი მოვლენაა, ამიტომ იგი მრავალი მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენს. ქცევა ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტია - ის სხეულის და მისი ორგანოების მოძრაობის გზით ხორციელდება, მაგრამ მოძრაობა ქცევის მხოლოდ ტექნიკური მხარეა და ფიზიკურ მოძრაობებს ქცევის ფაქტად ფსიქიკური მომენტი აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ქცევა ხშირად შეიცავს არაფსიქიკურ კომპონენტს, იგი არსებითად ფსიქოლოგიურ მოვლენას წარმოადგენს და იგი ფსიქოლოგიური კვლევის სფეროს მიეკუთვნება. ქცევა აღმოცენდება ცოცხალი არსებისა და გარე სამყაროს ურთიერთქმედების პროცესში. ქცევას ყოველთვის ჰყავს მოქმედი სუბიექტი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ცოცხალი არსება, უმარტივესით დაწყებული და ადამიანით დამთავრებული. ქცევა ყოველთვის რაღაცისთვის სრულდება და მას აუცილებლად გააჩნია საზრისი, მნიშვნელობა, ღირებულება.
ბავშვის ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები - „რთული ქცევა“
იშვიათად თუ შეგხვდებათ მშობელი, ვისაც არ შექმნია გარკვეული სირთულეები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. ქცევათა გარკვეული კატეგორია აღნიშნულია სხვადასხვა ტერმინებით, როგორებიცაა ”რთული ქცევა”, „გამომწვევი ქცევა“, ”პრობლემური ქცევა“ და ა.შ.
ზრდასთან და განვითარებასთან ერთად ბავშვი თანდათან სწავლობს ახალ და უფრო რთულ ქცევებს. მაგალითად, თუ კვების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბავშვს თავდაპირველად მხოლოდ წოვისა და ყლაპვის უნარი ჰქონდა, ის თანდათან სწავლობს საკვების პირთან მიტანას, ღეჭვას, დანა-ჩანგლის გამოყენებით ჭამასა და შემდგომ ასაკში საკვების დამოუკიდებლად მომზადებასაც კი. ქცევის, ისევე როგორც სხვა რამის დასწავალა თავისთავად არ ხდება. ბავშვი უფროსის დახმარებით და მათზე დაკვირვებით, თუ „ცდისა და შეცდომის გზით“ ( როდესაც ბავშვი გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ახორციელებს სხვადასხვა ქცევებს/ცდებს და საბოლოოდ ის დაისწავლის იმ ქცევას, რომელიც სასურველ შედეგამდე მიიყვანს) დაისწავლის ქცევას.
ის, თუ ბავშვი რამდენად ხშირად განახორციელებს ქცევას, დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე. საჭიროა გავამახვილოთ ყურადღება არა მხოლოდ უშუალოდ ქცევაზე, არამედ იმაზეც, თუ რა უსწრებს ქცევას წინ, რა მოსდევს მას შედეგად და რა სიტუაციაში ხორციელდება იგი. სტიმულს, რომელიც მას წინ უსწრებს ეწოდება ქცევის წინაპირობა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა რის საპასუხოდაც აღმოცენდება ესა თუ ის ქცევა. წინაპირობის გარდა ქცევას ყოველთვის თან სდევს შედეგი. ქცევის შედეგში მოიაზრება ყველა ის მოვლენა, რაც მოსდევს ქცევას. შედეგს შეუძლია გაზარდოს, ან შეამციროს მომავალში ამა თუ იმ ქცევის სიხშირე და სწორედ ამიტომ აუცილებელია შედეგის განსაზღვრა, რათა გავიგოთ თუ რა აქეზებს ბავშვს კვლავ განახორციელოს ესა თუ ის ქცევა. უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ თუ რა არის ბავშვისთვის მოტივაცია, რადგან თუ ადამიანი თავისი ქცევით ვერ ღებულობს სასურველს ის ნაკლებად გაიმეორებს იგივე ქცევას და თუ ის აღწევს სასურველ შედეგს მას ეძლევა სტიმული, რომ კვლავ გაიმეოროს იგივე ქცევა.
რთული ქცევა ეს არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებაში, ან კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ წესებს. იგი ხელის შემშლელია და პრობლემას უქმნის ზოგ შემთხვევაში პიროვნებას ან საზოგადოებას. მაგალითად:
როდესაც ბავშვი არ ასრულებს უფროსის დავალებას, ურტყამს სხვა ბავშვს ან ამბობს ცუდ სიტყვებს, უფროსები ხშირად ვუწოდებთ მათ ჯიუტებს, უზრდელებს და ა.შ. ეს დაუშვებელია, რადგან ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის დავაკვირდეთ სინამდვილეში ამ ქცევის გამომწვევ მიზეზებს და შევაფასოთ არა პიროვნება, არამედ მისი ქცევა. მაგ: „შენ ცუდად მოიქეცი“ და არა „შენ ცუდი ბავშვი ხარ“.
გვახსოვდეს, როდესაც შევისწავლით ბავშვის ქცევას უნდა დავაკვირდეთ მთლიან სურათს, რა არის წინაპირობა (სიტუაცია, ადამიანი, გარემოება, მოვლენა და ა.შ.), რომელიც წინ უსწრებს ქცევას და შედეგი (თუ რას აღწევს ამ ქცევით ბავშვი).
მნიშვნელოვანია, ყოველთვის გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი.
უმცროსი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას რეკომენდირებულია:
მოზარდებთან ურთიერთობისას რეკომენდირებულია:
ზოგადი რეკომენდაციები მშობლებს:
მასალა მოამზადა ქეთევან გოზალიშვილმა