კონტაქტი

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი

აფხაზეთი აჭარა გურია სამეგრელო ზემო სვანეთი იმერეთი კახეთი მცხეთა მთიანეთი რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთი ქვემო ქართლი სამცხე ჯავახეთი შიდა ქართლი თბილისი
ცხელი ხაზი:
2200 220 (3025),
08 000 000 88

ჩვენს შესახებ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების პირველი ცენტრი 2013 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 10 ცენტრი, ესენია: თბილისი (2 ცენტრი), რუსთავი, გორი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და ახალციხე.

ფსიქოსოციალიური მომსახურების ცენტრი სთავაზობს კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს. ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მანდატურებთან, სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც შედგება ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისგან დაეხმარება ბავშვებს, მოზარდებს და მათი ოჯახის წევრებს ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციასა და მართვაში, კერძოდ:

  • იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში;
  • აგრესიული ქცევის შემცირებასა და მართვაში;
  • ემოციების რეგულაციაში;
  • თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში;
  • კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში;
  • და ა.შ.

ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, პედაგოგებს და მანდატურებს. ცენტრში სერვისის მიღება უფასოა. ცენტრის მომსახურებაში შედის:

  • ინდივიდულური კონსულტირება
  • ინდივიდუალური თერაპია
  • ჯგუფური თერაპია
  • თემატური ტრენინგ - პროგრამების შემუშავება და ჩატარება

ცენტრი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე

მისამართი:

  • ქ. თბილისი - მ. ალექსიძის ქ. II შესახვევი, N2  (სპორტის სასახლესთან);
  • ქ. თბილისი - გურამიშვილის ქ. N14;
  • ქ. ბათუმი - პუშკინის ქ. N145;
  • ქ. გორი - მშვიდობის ქ. N2;
  • ქ. თელავი - ნადიკვარის ქ. N23;
  • ქ. რუსთავი - ბალანჩივაძის ქ. N8;
  • ქ. ფოთი - 26 მაისის ქ. N7;
  • ქ. ქუთაისი - რუსთაველის ქ. N1 (მერიასთან);
  • ქ. ახალციხე - კეცხოველის ქ. N6;
  • ქ. ზუგდიდი - კოსტავას ქ. N58.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
08 00 00 00 88; 032 2 200 220 (3025).